დამაფიქრებელი ხმები…(მე და მუსიკა)

large1

მუსიკა, როგორც ვიცით ხელოვნების სახეა, რომელიც ასახავს სინამდვილეს და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე.  მას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა.

ადამიანების გარკვეული კატეგოორიისათვის მუსიკა შეიძლება ცხოვრების თანამგზავრადაც ჩავთვალოთ. ამ ადამიანებისთვის წარმოუდგენელია ცხოვრება მუსიკის გარეშე… ხშირად ვზივარ და ვფიქრობ, როგორ ვიცხოვრებდი, რომ არა მუსიკა. უმეტეს შემთხვევაში არ მაქვს ჩამოყალიბებული პასუხი, თუმცა მგონია, რომ სრული გიჟი, ფსიქოპათი ვიქნებოდი. ხშირად ვიმეორებ ფრაზას “მუსიკა ჩემი ნარკოტიკია”. სხვაგვარად სიტყვებით ძნელია გადმოვცე ის დამოკიდებულება, რაც მუსიკის მიმართ მაკავშირებს.

large

წლების განმავლობაში იცვლება ადამიანის გემოვნება და იცვლება მუსიკაც, თუმცა ყველა ჟანრს ჰყავს თავისი ერთგული მსმენელი. ადამიანი, განწყობის და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, ირჩევს საყვარელ მუსიკასაც.

მუსიკა არ არის მხოლოდ ხელოვნების სახე. ის უდიდეს როლს ასრულებს ადამიანის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. ვფიქრობ, მუსიკას უდიდესი როლი მიუძღვის ჩემი გემოვნების, აზროვნების და სხვ. ჩამოყალიბებაში. მუსიკა მაიძულებს ვიფიქრო, ვიაზროვნო, გავიგო, მოვუსმინო, შევიგრძნო. მაიძულებს დავივიწყო საკუთარი თავი და ჩემი ნამდვილი მდგომარეობა. მას მართლაც, მივყავარ სადღაც შორს. ჩემი ნამდვილი მდგომარეობიდან სრულიად ვეშვები სხვა, რომელიღაც სულიერ მდგომარეობაში…

635970319948640773-346724498_music

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს მუსიკაზე.

  • “მუსიკა აზროვნების უძლიერესი წყაროა, მუსიკალური აღზრდის გარეშე სრულფასოვანი გონებრივი განვითარება შეუძლებელია.”
  • “მუსიკა ასულდგმულებს მთელ სამყაროს, ამარაგებს სულს ფრთებით, ხელს უწყობს წარმოსახვით ფრენას, მუსიკა სიცოცხლეს და სიხარულს ანიჭებს ყველაფერ არსებულს. მას შეიძლება ყველაფერი ლამაზისა და ამაღლებულის განხორციელება ვუწოდოთ.”
  • “მუსიკა ერთ-ერთი საერთაშორისო ენაა, მისი გადათარგმნა საჭირო არ არის, მისი საშუალებით სული საუბრობს სულთან.”
  • “მუსიკას აზროვნება არ შეუძლია, მაგრამ მას აზრის ჩამოყალიბება და განხორციელება შეუძლია.”
  • “მუსიკა გამოხატავს იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ და იმას,  რაც არღვევს სიჩუმეს.”
  • “მუსიკა სამყაროს აძლევს სულს, გონებას ფრთებს, შენს ფანტაზიებს ფრენის საშუალებას, ცხოვრებას კი ყველაფერს.”
  • “პოპ მუსიკა გეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის, როკ მუსიკა კი გეუბნება, რომ ყველაფერი არ არის კარგად, თუმცა შენ ის შეგიძლია შეცვალო.”
  • “მუსიკა ჯადოსნური გასაღებივითაა, რომელიც მასთან ახლოს მყოფის გულს აღებს.”
  • “მუსიკა არა ნოტებში, არამედ მათ შორის არსებულ სიჩუმეშია.”
  • “მუსიკას შეუძლია შეცვალოს სამყარო, რადგანაც მას შეუძლია შეცვალოს ადამიანები.”
  • “მითხარი რას უსმენ და გეტყვი ვინ ხარ შენ.”

Leave a Reply