“მე ჩემი საუკუნის კულტურისა და ხელოვნების სიმბოლოს წარმოვადგენ„ (ოსკარ უაილდის შესახებ)

Oscar-Wilde_1996173b

ცნობილი დრამატურგი, მწერალი და პოეტი 1854 წლის 16 ოქტომბერს, დუბლინში მოევლინა ქვეყანას. ოსკარ უილდი გახლდათ ელეგანტური, ნიჭიერებითა და ქარიზმატულობით დაჯილდოვებული პიროვნება, რომელიც თავს ყოველთვის ნამდვილ ხელოვანად თვლიდა. ახალგაზრდობის წლებში უაილდი თავდავიწყებით იყო შეყვარებული ფლორენცია მალკომბზე, რომელიც მოგვიანებით „დრაკულას „ავტორს გაყვა ცოლად. ოსკარს დიდხანს არ უდარდია და 3 წლიანი ეპისტოლარული სიყვარულის შემდეგ, ცოლად კონსტანს ლოიდი შეირთო რომელთანაც 2 ბიჭი შეეძინა. პირველ პერიოდში ის სამაგალითო მამა და ქმარი იყო, მაგრამ ფუფნების და გართობის სიყვარულმა, მაინც თავისი გაიტანა და მისთვის თავისუფლება ოჯახის სიყვარულზე ძვირფასი აღმოჩნდა.

2r4limb

32 წლის ქორწინებაში მყოფმა უალდმა შექმნა ზღაპრები რომელსაც თავდაპირველად თავისი შვილებისთვის თხზავდა, მოთხრობები და საკულტო რომანი“ დორიან გრეის პორტრეტი“.უაილდი ზედმიწევნით გავდა თავის, გმირს დორიან გრეის. ორიგინალში ის ზუსტად ასეა დახასაითებული – ცისფერთვალება, ქერა თმიანი არისტოკრატი, დახვეწილი მანერებითა და ქარიზმატული გარეგნობით.დორიან გრეის მუქთმიანი პერსონაჟი მოგვიანებით კინემატოგრაფების სურვილით ჩანაცვლდა. “დორიან გრეის პორტრეტს” მოჰყვა მისი თეორიული წერილების წიგნი „ჩანაფიქრები“, პიესები, რომლებსაც ასევე აღტაცებით იღებდა საზოგადოება. მათ შორის „სალომეა“ ფრანგულად…

მედიცინაში არსებობს დაავადება „დორიან გრეის სინდრომი“ —, ფიზიკური დაბერების შიში. ოსკარ უაილდმა მედიცინას ახალი „იდეა“ მოაწოდა – ახალგაზრდობის შენარჩუნება, რომელიც თანამედროვე მედიცინამ პლასტიკური ქირურგიის წყალობით გახადა შესაძლებელი.

„ბრწყინვალე ოსკარი“, როგორც მას უწოდებდნენ, ამხილეს ჰომოსექსუალურ კავშირში ალფრედ დუგლასთან. მართალია პოეტი უარყოფდა ამას და სასამართლო პროცესი მისი მახვილგონივრული გამოსვლების ასპარეზად იქცა, რომელიც ძალიან ართობდა პუბლიკას, მაგრამ 1895 წელს ორი წლით მაინც მიუსაჯეს ციხე „სოდომური ცოდვისთვის“.

20i6yhe

1897 წელს უაილდი ციხიდან გამოდის. საზოგადოებისგან გარიყული ,მორალურად განადგურებული პარიზში მიემგზავრება და დედის ბაბუის წიგნის პერონაჟის სახელით – სებასტიან მალმოტით იწყებს ცხოვრებას. სწორედ ამ პერიოდში დაწერა პოემა „რედინგის ციხის ბალადა“. ამ ნაწარმოებს კი თავისი ახალი ფსევდონიმი  – С. 3. 3 მიაწერა. მისი ციხისდროინდელი ნომერი (განყოფილება С, საკანი # 3. 3.).ოსკარ უაილდი გარდაიცვალა 1900 წლის 30 ნოემბერს, მინინგიტით, საფრანგეთში. მწერლის 2 საფლავი არსებობდა ერთი- სადაც 9 წლის განმავლობაში სებასტიან მალმოტის სახელით განისვენებდა და მეორე ,საბოლოოდ საკუთარი სახელითა და გვარით . ამჟამად ის პარიზის პრესტიჟულ სასაფლაოზე ლა შაზიზე განისვენებს,მის საფლავს ამშვენებს ზღაპრული ფენიქსისს ქანდაკება რომელიც შუშითაა დაფარული, თაყვანისმცემლების ბაგეების შეხებით რომ არ დაზიანდეს.

_57049057_jex_1250945_de27-1

ოსკარ უაილდი ჩემთვის არა მხოლოდ მწერალი, არამედ ნამდვილი ხელოვანია. მისი ნაწარმოებები მსოფლიო ლიტერატურის კლასიკას მიეწერება, განსაკუთრებით კი “დორიან გრეის პორტრეტი”, რომელსაც ნამდვილ შედევრად ვთვლი. ამ ნაწარმოებში გამოყენებული ყოველი ფრაზა, უდავოდ ადასტურებს მის ტალანტსა და დამოკიდებულებას ხელოვნებისადმი. უაილდი სიტყვა “ხელოვნებას” ყოველთვის დიდი ასოებით წერდა, რითაც კიდევ უფრო მეტად ზრდიდა ამ სიტყვის მნიშვნელობას.

Leave a Reply