კომპიუტერი და ბავშვები

ბავშვის განვითარება ეფუძნება მოძრაობას, შეხებას, ადამიანებთან ურთიერთობას. განვითარების ფსიქოლოგები ასევე აღნიშნავენ ბუნებასთან შეხების, ურთიერთობის დადებით გავლენას. მოძრაობა  ბავშვს უყალიბებს, მოტორულ კოორდინაციას. შეხება ეხმარება თვითრეგულაციაში, ყურადღებისა და სასწავლო უნარების განვითარებაში. ეს ფაქტორები საუკეთესოდაა მოცემული ეზოებში, პარკებში, სადაც ბავშვები სწავლობენ სხვადასხვა უნარებს, რომლებიც წარმატებული სასკოლო ასაკისთვის და მომავალი ცხოვრებისთვის აუცილებელია. თუმცა თანამედროვე ბავშვი ნაკლებ დროს უთმობს ტრადიციულ თამაშებს და სულ უფრო და უფრო მეტ დროს უთმობს კომპიუტერთან ურთიერთობას.

2015081020384036558

კომპიუტერის ხანგრძლივ გამოყენებას  ბევრი უარყოფითი შედეგი აქვს. მიმოვიხილავ რამდენიმე მათგანს. ზოგადად 0-2 წლამდე მიმდინარეობს თავის ტვინის განსაკუთრებით სწრაფი ზრდა, რომლის განვითარებას გარემო სტიმულები განაპირობებს. კომპიუტერს მიჯაჭვული ბავშვი განიცდის მოტორული და სენსორული სტიმულების ნაკლებობას. ბავშვებს ექმნებათ ისეთი პრობლემები როგორიცაა, ყურადღების დეფიციტი, სწავლის სირთულეები, თვითმასტიმულირებელი ქცევები,  თვითრეგულაციის სირთულეები. კომპიუტერის ბოროტად გამოყენების შედეგად ადამიანი ხდება სწავლისათვის უუნარო და ემსგავსება დემენციით დაავადებულ მოხუცს. გარდა გონებრივი პრობლემებისა, ხშირია ტკივილი და დაძაბულობის შეგრძნება კისრის, ხერხემლის, ბეჭების არეში, ხერხემლის გამრუდება, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, თვალის ბადურის სიმშრალე, გამოფიტვა, სიმსუქნე (რომელსაც ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა და გაუნძრევლად ჯდომა იწვევს), იშვიათად ხელის მტევნის სხვადასხვა პათოლოგიები და ა.შ.

ბავშვებს, რომლებიც ბევრ დროს ატარებენ კომპიუტერთან ძირითადად არ ჰყავთ ახლო მეგობრები, არ არიან ჩართულნი ოჯახურ ურთიერთობებში, ხშირად არიან მარტოსულები და დეპრესიულები. ბავშვები, რომლებიც ძირითადად აგრესიული კომპიუტერული თამაშებით ერთობიან, გამოირჩევიან აგრესიული ქცევით, მათ ეკარგებათ უნარი რეალური ცხოვრების და სიმულაციის განცდის და გარჩევის.  გაზრდილია ისეთი მენტალური დაავადებების რისკი, როგორიცაა: დეპრესია, შფოთვა, ყურადღების დეფიციტი, ბიპოლარული აშლილობა, ფსიქოზი და ა.შ.

MIDEAST ISRAEL PALESTINIANS RAMADAN

დასასრულს, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ კომპიუტერს ბევრი დადებითი მხარეც აქვს და რასაკვირველია ხშირად აუცილებელიცაა მისი გამოყენება. თუმცა ვფიქრობ ყოველთვის საჭიროა ზომიერების დაცვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხებათ. მნიშვნელოვანია მშობლებმა იცოდნენ, რომ მაშინ, როდესაც ბავშვი სამყაროს შეიცნობს არ მიანდონ ეს პროცესი მხოლოდ კომპიუტერის ეკრანს. აქტიურად იყონ ჩართულები მათი განვითარების პროცესში, შეუქმნან მას სოციალური, კოგნიტური და ფიზიკური სტუმულებით მდიდარი გარემო. მათ შეუძლიათ ,,გაართონ“ ბავშვი, ,,გააჩუმონ“, მაგრამ ყოველი საათი, როდესაც მშობლები ბავშვებს კომპიუტერის ,,ძიძობის“ იმედად ტოვებენ, ეს მათი განვითარებისთვის დაკარგული დროა.

Leave a Reply