პროგრამის დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება

    20 მაისს, ანაკლიის სასტუმრო “Palm Beach”-ში ჩატარდა “სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის” დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო 4 წლის შედეგები პროგრამის ყველა კომპონენტში და ამ პერიოდის განმავლობაში მიღწეული წარმატებები; წარმოდგენილი იყო ასევე პედაგოგთა ფორუმის პრეზენტაცია რეგიონალური კოორდინატორის მიერ, კლუბების პრეზენტაციები მიღწეული წარმატებების მიხედვით, ასევე პროგრამაში ჩართული სამთავრობო და არასამთვარობო ორგანიზაციების წარმომადგენლების...
მეტის ნახვა

მხიარული სტარტები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ჩართულობით

14 მაისს პროექტის ,,შეზღუდვები არ არსებობს“ ფარგლებში ოზურგეთის #2 საჯარო სკოლაში მხიარული სტარტები ჩატარდა სპეციალური საჭიროების მოსწავლეების მონაწილეობით. პროექტის ფარგლებში შეძენილი სპორტული ინვენტარის გამოყენებით მოსწავლეებმა მოაწყვეს სხვადასხვა სპორტული აქტივობები. ღონისძიებაში ჩაერთნენ მოსწავლეები სოფელ ნატანების საჯარო სკოლიდან, მონაწილეობისა და აქტიურობისთვის მათ მადლობის სიგელი და ფასიანი პრიზები გადაეცათ. პროექტი ,,შეზღუდვები არ არსებობს“ გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების...
მეტის ნახვა

დიპლოჰაკ თბილისი// UNDP – ინოვაციების კონკურსი

                  დიპლოჰაკ თბილისი// UNDP იწვევს ყველა დეველოპერს , დიზაინერს, ტექნოფილს, ნოვატორ ლიდერს და აქტიურ მოქალაქეს: გაქვთ, ახალი იდეები, მოქალაქეებისა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად? გსურთ, იყოთ საქართველოში სოციალური ინოვაციების მესაჭე? დარეგისტრირდით, რომ მიიღოთ მონაწილეობა 30 მაისი – 1 ივნისის ჰაკატონში, რომელსაც უმასპინძლებს Garage48 და მხარს უჭერენ...
მეტის ნახვა

შშმ პირების კვირეული

2014 წლის 9 მაისს, რუსთავში მერიის წინ მოედანზე, სიქამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის ”განათლება ყველასათვის – საქართველო ” ფარგლებში მოაწყო ინკლუზიური განათლების მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი აქცია, რომელზეც გამოიფინა რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ გამზადებული თემატური პოსტერები...
მეტის ნახვა

“თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობა”

  კლუბი  ”თავისუფალი”  შეუერთდა კვირეულს ” თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობა: განათლება და შეზღუდული შესაძლებლობები”. იგი მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში იმართლება. მიზნად ისავახავს ინკლუზიური სწავლების პოპულარიზებას. მეცხრე საჯარო სკოლაში კი მოეწყო კინო ჩვენება და შეხვედრა საინტერესო სტუმართან, ინკლუზიური ბავშვების სპეც. მასწავლებელთან მაია ჯალაღონიასთან. შემდეგ კი ჩატარდა სემინარი სოფიო კაკაჩიას მიერ...
მეტის ნახვა

შშმ პირების კვირეული სიქა

2014 წლის, 7 მაისს, „ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში“, სიქამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია ”განათლება ყველასათვის – საქართველო ” ფარგლებში, ასოციაცია „ანიკასთან“ პარტნიორობით, მოაწყო ფოტო-გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარების, 40-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პორტრეტები. „ანიკას“ ორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო ფოტოსესია, რომელშიც მოხალისოებრივად მონაწილეობა მიიღო 15–მა ქართველმა პროფესიონალმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა. გამოფენისთვის ფოტოები გადაარჩია გურამ...
მეტის ნახვა

“ცოცხალი საფოსტო ყუთი”

სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ “ჩვენ – გვირილების” პროექტის „გამგეობის დროით – ახალგაზრდული სათათბირო ორპირის თემში“ ფარგლებში, თითქმის ყველა კლასში შეიქმნა “ცოცხალი საფოსტო ყუთი”. მოსწავლეები საფოსტო ყუთებს დაატარებენ მოსახლეობაში და წერილებს ყრიან ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით. ასევე, პროექტის ასისტენტმა პედაგოგმა დარეჯან ბაკურაძემ ჩაატარა გამოკითხვები ორპირის თემის 9 სოფელში: ზედა ჭყეპი, ქვედა ჭყეპი,...
მეტის ნახვა

გამოკითხვა კაზრეთის #1 საჯარო სკოლაში

კაზრეთის  #1 საჯარო სკოლაში  ბავშვებმა მოაწყეს გამოკითხვა, იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად იცოდნენ მოსწავლეებმა რას ნიშნავს არაფორმალური განათლება.თუმცა გამოკითხვის მიზნად არამარტო სტსტისტიკის გარკვევა არამედ მოსწავლეების ამ საკითხში ინფორმირებაც მქონდა დასახული.სწორედ ამიტომ ბუკლეტები დავამზადე რომელშიც განმარტებული იყო არაფორმალური განათლების მნიშვნელობა.ამავდროულად მითითებული იყო ჩემი ბლოგის მისამართი,იმისათვის რომ სურვილის შემთხვევაში მეტი ინფრომაცია მოიპოვონ არაფორმალური განათლების შესახებJ გამოკითხული 100 მოსწავლიდან...
მეტის ნახვა

შშმ პირთა კვირეულიBRIDGE

კვირეული დაიწყო დღეს,შშმ პირთა საერთაშირისო კვირეულს შეუერთდა ქ.რუსთავის #12 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი Bridge . კლუბში გაიმართა პირველი აქტივობა – დოკუმენტური ფილმის ჩვენება/განხილვა “მფრინავი ენი”. მომდევნო დღებში იგეგმება პოსტერების გამოფენა და ღია კლუბური მეცადინეობა თემაზე “ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი” ცოტა რამ ფილმის შესახებ: 11 წლის ენი ულამაზესი გოგონაა, რომელსაც შეიძლება თვალი ვერ მოწყვიტო, მაგრამ რაც უფრო დიდხანს...
მეტის ნახვა

ლიბერალი(შშმ პირების კვირეული)

ჩვენი კლუბი შეუერთდა საერთაშორისო კვირეულს : “თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობა : განათლება და შეზღუდული შესაძლებლობა. ” რომელიც 2014 წლის 4-10 მაისს მსოფლიოს ასამდე ქვეყანაში ტარდება. კვირეულის მიზანია ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მასთან დაკავშირებული პრობლემების საზოგადიებაში წამოწევა, ყურადღების გამახვილება იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დგანან საკუთარი განათლების უფლების რეალიზების გზაზე. 6...
მეტის ნახვა