კლუბის ინიციატივით საჭიდაო მოედანი რეაბილიტირებულია

     გასულ წელს კლუბის წევრები ვიმყოფებოდით მცხეთის მუნიციპალიტეტში ბატონ  ანდო კალანდაძესთან, მას გავაცანით იმ დროისთვის ჩვენი ახლად შექმნილი კლუბი და ამის პარალელურად სოფელში არსებული პრობლემები, რომელთა შორისაც იყო ნიკო ბაგრატიონ(ბურის) სახელობის N1 საჯარო სკოლასთან არსებული საჭიდაო მოედნის აღდგენა რეაბილიტაცია, ის ჩვენ სათხოვარს გაგებით მოეკიდა და შეგვპირდა რომ...

სრულად ნახვა

საზაფხულო დასვენების შემდეგ კლუბ “ბურის” წევრები ახალი ენერგიებითა და შემადგენლობით კვლავ ვუბრუნდებით ჩვენ ძველ საქმიანობას.

კლუბ „ბურის“ წევრები საზაფხულო დასვენების შემდეგ ახალი ენერგიებითა და შემადგენლობით კვლავ ვუბრუნდებით ჩვენ ძველ საქმიანობას. კლუბში სიახლე ის არის რომ რომ გასული წლისგან განსხვავებით საკუთარი ოთახი გვაქვს, თავისი ინვენტარით. და კიდევ ახალი ბავშვები – ახლა თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ გენდერული ბალანსი უკვე გათანაბრებულია და ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ კლუბში...

სრულად ნახვა

დაავადება რომლითაც ყველა ჩვენგანია შეპყრობილი?!

 ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენგანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც კომპიუტერთან ჯდომა ყელში ამოსვლია, ხერხემალიც სტკენია, დის ან ძმის წუწუნიც გაუგია თხოვნის კილოზე, მერე უფრო ხმამაღალი, ალბათ უკვე ბრძანების, მაგრამ ადგომა არ გდმონიათ, არ ვიცი ეს რა არის, ალბათ დაავდება რომელსაც სიხარბე ჰქვია, ან სულაც შურისძიება იმაზე ვინც მანამდე ადგილს არ გითმობდა 😀

მე ამ მდგომარეობაში ახლა ვარ, ერთი განსხვავებით არავიზე შურისძიებას არ ვაპირებ, არც სიხარბეს უძლევია ჩემთვის ამ საკითხში, ვერ გეტყვით რატომ… ხშირად მსმენია ინფორმაცია სხვადასხვა სახის დამოკიდებულების შესახებ, ეს კომპიუტერზე დამიკიდებულებაა რომელთანაც დამეთანხმებით  ძირითადა სოციალური ქსელების გამო ვზივართ.

უკვე დამღალა კომპიუტერმა, მაგრამ ადგომას ჯერ მაინც არ ვაპირებ, სულ უაზროდ ვაკეთებ რაღაცებს, შევდივარ Google-ში ვწერ რაღაც სიტყვას, გამოვდივარ, ისევ შევდივარ, მერე ახალ გვერდს ვხსნი ვაპირებ რაღაც სიმღერა ჩავრთა, ვრთავ კიდევაც. ახალი კომენტარების მოლოდინში  ვამოწმებ ჩემ ბლოგს, მაგრამ ეს იმედი მიცრუვდე. ვაპირებ იმეილებიც შევამოწმო, მაგრამ მანამდე კიდევ ერთხელ შევდივარ  Google-ში დამეთანხმებით ეს სრული უაზრობაა, და რო არა ეს, კიდევ მრავალჯერ გავიმეორებდი ამ მანიპულაციებს, ვწერ სიტყვას „საინტერესო“ ვერ ვიტყვი მოულოდნელადთქო, ძიების ამ საკვანძო სიტყვას უამრავი რეზულტატი აღმოაჩნდა, აი შევდივარ პირველში სადაც ლურჯად წერია – „ყველაზე საინტერესო ფაქტები“  ხო და მეც გადავწყვიტე ეს მართლაც და ძალიან საინტერესო ფაქტები თქვენთვისაც გამეცნო:

Continue reading “დაავადება რომლითაც ყველა ჩვენგანია შეპყრობილი?!” »

სრულად ნახვა

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა რომ თავი ბედნიერად იგრძნოს?!

ამერიკელმა მეცნიერებმა შეადგინეს სია, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა რომ თავი ბედნიერად იგრძნოს. ხო და მეც დავიწყე ზრუნვა რომ არაფერი არ გამოვტოვო და უკლებლივ ყველაფერი გავაკეთო ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვალიდან. სიმართლე გითხრათ ზოგის შესრულება უმარტივესია, ზოგის კი რა გითხრათ… ალბათ გაკვირვებული დარჩით ჩემ – „რა გითხრათზე“ სწორედაც რომ ამ რეაქციას მოველოდი, თქვენ გაგიჩნდათ კითხვა ძალიან დიდი კითხვის ნიშნით – რატომ? ეს ხომ ჩვენი სიამოვნებისთვის უნდა გავაკეთოთ? ამას ხომ არავინ არ გვაიძულებს? იქნებ მართლა ვინმე გვაძალებს ამის გაკეთებას, მაგრამ თუ მართლა ასეა რატომ დამეუფლება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა თუ ეს ასე რთული გასაკეთებელია და არ გავაკეთებ? – მაგრამ თქვენ არ გაგჩენიათ საპირისპირო კითხვა – იქნებ მართლაც ასე რთულია ამის შესრულება მაგრამ სწორედ ამ სირთულეშია ის სიამოვნება რომელიც ჩვენ ორგანიზმს კმაყოფილების გრძნობით გაჟღენთავს. Continue reading “რა უნდა გააკეთოს ადამიანმა რომ თავი ბედნიერად იგრძნოს?!” »

სრულად ნახვა

“ინტერნეტი უხმარ არს ბრიყვთათვის”

რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ გაზეთში წავაწყდი ასეთ სტატისტიკას, რომელსაც ნინო ხაჩიძე აქვეყნებდა. ეს მონაცემები იყო შედგენილი „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ, კვლევის სახელი კი ასე ჟღერს: „კავკასიის ბარომეტრი 2011“ რომლის თანახმადაც, რეალობა სულ სხვანაირია, იმასთან შედარებით რასაც ქართველი მკვლევარები გვისახავენ. Continue reading ““ინტერნეტი უხმარ არს ბრიყვთათვის”” »

სრულად ნახვა

Autumn in New york – შემოდგომა ნიუ იორკში

კინო მიყვარს, თან ძალიან, ვერ აგიწერთ როგორ… მაგრამ ყველას ვერ ვუყურებ. ფილმის საყურებლად წინასწარ ვემზადები, სულ მცირე ორი დღით ადრე განსაზღვრული მაქვს რომელ ფილმს ვუყურებ, ამას კი მისი სათაურით და მთავარი ფოტოთი ვარჩევ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ხერხი ამართლებს, რადგან არასდროს არ შევმცდარვარ არჩევანში. არ მიყვარს უგემოვნოდ გადაღებული და უშინაარსო ფილმები.

როდესაც თავისუფალი დრო მაქვს ეს ჩემი ზეიმია, რადგან ვიცი რომ ამ დროს უქმად არ დავხარჯავ და უკვე წინასწარ შეყვარებულ ფილმს ვუყურებ :). ჩემთვის, ფილმის ყურებისთვის და წიგნის კითხვისთვის საუკეთესო სეზონია ზაფხული, ამ დროს, დასვენების პარალელურად მაქსიმალურად ვიყენებ ამ საქმიანობებისთვის – “დასვენების პარალელურად” რაღაც არ მომხვდა ყურში კარგად, რადგან საყვარელი საქმის კეთება ისედაც განტვირთვაა. Continue reading “Autumn in New york – შემოდგომა ნიუ იორკში” »

სრულად ნახვა

ის მოვიდა_შემოდგომაა.

ზაფხული

ზაფხული ძალიან მიყვარს, ყოველ მის დილას ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ახლიდან ვიბადები, ძალიან მაგარი გრძნობაა როდესაც რიჟრაჟზე ქუჩაში გადიხარ და ხედავ რომ ყველაფრის მიუხედავად ხალხი ბედნიერი Continue reading “ის მოვიდა_შემოდგომაა.” »

სრულად ნახვა

სოციალური მედიის მეორე დონის ტრენინგ-ბანაკი ბაკურიანში

 შევსებული აპლიკაციების საფუძველზე რომელიც გავაგზავნეთ 24 აგვისტომდე 5 დღით ადრე, მოხდა ბავშვების შერჩევა სოციალური მედიის მეორე დონის ტრენინგისათვის, როგორც ხვდებით მათ შორის მეც მოვხვდი, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ ამან ძალიან გამახარა. ყოველთვის მიტაცებდა ეს სფერო რასაც ერთი სიტყვა – ჟურნალისტიკა – აერთიანებს. Continue reading “სოციალური მედიის მეორე დონის ტრენინგ-ბანაკი ბაკურიანში” »

სრულად ნახვა